მზის დამწვრობა: მზისგან დამცავი კრემის შეცდომით გამოყენება

მზის დამწვრობა: მზისგან დამცავი კრემის შეცდომით გამოყენება

1. არ ისვამთ კანზე საკმარის მზისგან დამცავ კრემს. მზისგან დამცავი კრემი საკმაოდ დიდი რაოდენობით უნდა დაიტანოთ კანზე და ამასთან ყოველ ორ საათში ერთხელ თავიდან გაისვათ. კვლევების თანახმად, იმისთვის, რომ დავფაროთ ზრდასრული ადამიანის სხეული, აუცილებელია საშუალოდ ექვსი ჩაის კოვზი მზისგან დამცავი კრემი.

2. თქვენ გავიწყდებათ კრემის თავიდან წასმა. ნებისმიერი მზისგან დამცავი კრემი ითხოვს თავიდან წასმას, განსაკუთრებით წყალთან კონტაქტის შემდეგ. თუ თქვენ ამოხვედით წყლიდან, პირველ რიგში თავიდან დაიტანეთ კანზე კრემი. და გახსოვდეთ, რომ სველი სხეული კიდევ უფრო ძლიერად იწვება, ვიდრე მშრალი.

3. თქვენ არ ისვამთ საშუალებას, როდესაც ჩრდილში აპირებთ ყოფნას. ბევრი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ მზის სხივები ჩრდილში ვერ აღწევს. როდესაც თქვენ ზიხართ ჩრდილში, თქვენს კანს იგივე დაცვა სჭირდება, რაც მზეზე ყოფნისას.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
109 ნახვა
loading...
12-08-2017, 15:57
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!