Goga.tv
gzavmili
ნონა წოწორია ძმის ოჯახში ჩხრეკას ეხმაურება

ნონა წოწორია ძმის ოჯახში ჩხრეკას ეხმაურება

ევროსასამართლოს მოსამართლე, ნონა წოწორია, მისი ძმის ოჯახში ჩხრეკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.

"მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში,“ - აღნიშნულია ნონა წოწორიას განცხადებაში.
132 ნახვა
19-05-2017, 08:18
ავტორი: news
horoskopi filmebi qartulad ფილმები ქართულად filmebi qartulad filmebi

like
GOGA.TV © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!