დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომების დახურვის გადაწყვეტილების საპროტესტოდ პროცესი დატოვა.
მამალაძემ ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა მისი ინტერესების დამცველებსაც.

„პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას და მოვუწოდებ ასევე ჩემს ადვოკატებს, დატოვონ სასამართლო და არ დაესწრონ სხდომებს“, - განაცხადა მამალაძემ. ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების განხილვა მთლიანად დახურულ ფორმატში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ საქმის განხილვის სრულად დახურვით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ სხდომების დახურვის მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს შეიცავს.

interpressnews.ge
197 ნახვა
19-05-2017, 07:25
ავტორი: news
GOGA.TV © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!