Goga.tv
gzavmili
აკაკი გოგია 1,1 მილიონ ევროდ ბერლინში გადადის

აკაკი გოგია 1,1 მილიონ ევროდ ბერლინში გადადის

გერმანული მედიის ინფორმაციით, 25 წლის აკაკი გოგია კარიერას ბერლინის "უნიონში" გააგრძელებს.

ქართველი ინგლისური "ბრენტფორდიდან" იჯარის წესით თამაშობს დრეზდენის "დინამოში". საიჯარო ხელშეკრულებით, "დინამოს" მისი გამოსყიდვა 750 ათას ევრო შეეძლო. სწორედ ეს პუნქტი აამუშავეს და გოგია 750 ათასად გამოისყიდეს.

ამის შემდეგ "დინამო" "უნიონს" შეუთანხმდა, რომ ქართველს 1,1 მილიონ ევროდ მიჰყიდის. ასე რომ, "დინამომ" "კიკერის" ვერსიით II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის თამაშითაც იხეირა (10 გოლი, 2 საგოლე პასი) და თანხითაც (350 ათასი ევრო).

ბოლოსწინა ტურის წინ "უნიონი" 57 ქულით მე-4 ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი აღარ აქვს. "დინამო" 49 ქულით მეხუთე ადგილზეა.
წყარო: sportall.ge
312 ნახვა
18-05-2017, 23:59
ავტორი: aTTiLa
horoskopi filmebi qartulad ფილმები ქართულად filmebi qartulad filmebi

like
GOGA.TV © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!