Goga.tv
gzavmili
ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული - ოთარ წოწორია

ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული - ოთარ წოწორია

ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული, სავარაუდოდ, ანგარიშსწორებაა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმამ ოთარ წოწორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იგი განმარტავს, ამოღებული ნივთებიდან ორი სანადირო თოფი მისი საკუთრებაა. წოწორიას თქმით, არ იცის, სხვა იარაღები მის სახლში როგორ მოხვდა. "სავარაუდოდ, ანგარიშსწორებაა, ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, კანონიერად მაქვს. ერთი იარაღი ბაბუაჩემის კუთვნილია და 20 წელია გაფორმებული მაქვს . მემკვიდრეობით მერგო და არასდროს მისვრია. შეგიძლიათ ნახოთ, არც ერთი კარი არ იკეტება. ჩვენ ოჯახს 24 საათის განმავლობაში არ ვტოვებთ, მაგრამ ჩემი სიმამრის გარდაცვალების გამო, 8 დღის განმავლობაში სახლი უკონტროლოდ იყო", - აცხადებს ოთარ წოწორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული. უწყების განმარტებით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

interpressnews.ge
113 ნახვა
18-05-2017, 23:59
ავტორი: news
horoskopi filmebi qartulad ფილმები ქართულად filmebi qartulad filmebi

like
GOGA.TV © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!