Goga.tv
gzavmili
პრეზიდენტს უკვე 2018 წელს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს

პრეზიდენტს უკვე 2018 წელს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს

საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირების პროცესი გრძელდება. კომისიის დატოვების შესახებ განცხადებას ხვალ სავარაუდოდ ევროპული საქართველოც გააკეთებს. დღეს კი უკვე წასულთა სიას პატრიოტთა ალიანსი და ის პარტიებიც შეუერთდნენ, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოში არიან გაწევრიანებული. პროტესტის მორიგი ტალღის მიზეზი კი, დღეს გასაჯაროებული დოკუმენტი გახდა.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება, თუმცა ამოქმედების ვადები მითითებული არ არის. რაც ნიშნავს იმას, რომ დამტკიცების შემდეგ კონსტიტუციის ახალი ნორმა უახლოეს არჩევნებზე შევა ძალაში და პრეზიდენტს უკვე 2018 წელს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს. პროექტით ასევე დაუკონკრეტებელია, როდის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა.
1867 ნახვა
Loading...
19-04-2017, 23:58
ავტორი: news
horoskopi filmebi qartulad ფილმები ქართულად filmebi ფილმები ქართულად gadacema Online Games
GOGA.TV © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!