მარილიანი საკვები არ იწვევს წყურვილს

მარილიანი საკვები არ იწვევს წყურვილს

გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს: ადამიანის ორგანიზმი მარილის გამოყენების შემდეგ არ კარგავს სითხეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მარილიანი საკვები ზრდის შიმშილის გრძნობას.

კვლევამ აჩვენა: 6-დან 12 გრამამდე მარილის მოხმარება ყოველ დღე იწვევს ნაკლები წყლის დალევას. ეს იმას ნიშნავს, რომ სითხის დიდი ნაწილი ორგანიზმში რჩება.

მეცნიერთა თქმით, მარილის გავლენის ქვეშ თირკმელებმა დაიწყეს წყლის რეაბსორბცია. ეს იწვევდა სითხის ნაკლებ მოხმარებას. მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ მარილის არასწორი მოხმარება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, სიმსუქნეს, დიაბეტსა და ოსტეოპოროზს.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
562 ნახვა
loading...
19-04-2017, 16:38
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!