მსოფლიოს თასი 2019: რომელ კალათაში მოხვდნენ

მსოფლიოს თასი 2019: რომელ კალათაში მოხვდნენ "ბორჯღალოსნები"

ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატების დასრულების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ განაწილდებიან 2019 წლის მსოფლიოს თასი მონაწილე ნაკრებები კალათებში.
I კალათი: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია
II კალათი: შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, უელსი
III კალათი: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია

მსოფლიოს თასის პულების წილისყრა 10 მაისს, იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის საიტის მიხედვით, რუმინეთში წაგებამ "ბორჯღალოსნებს" ისტორიაში საუკეთესო შედეგის, მე-11 ადგილის გამეორების შანსი არ მისცა.

ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ისევ მე-12 ადგილზეა, თუმცა ქულები დააკლდა - 72,92 ქულა.

შეგახსენებთ, რომ დანარჩენი მონაწილეები, რომლებიც საკვალიფიკაციო მატჩების მერე გამოვლინდებიან, მე-4 და მე-5 კალათებში მოთავსდებიან.
წყარო: sportall.ge
666 ნახვა
loading...
21-03-2017, 00:13
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!