Goga.tv
gzavmili
ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი

ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი "ბორჯღალოსნებს"

რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" მოგების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა.
ამ გამარჯვებით რუმინეთს საქართველოს მსგავსად 19 ქულა გაუხდა და პირველ ადგილზე გადავიდა. "ბოჯღალოსნებს" 18 ქულა ჰქონდათ, თუმცა ბოლო მატჩში ერთი ქულა (სანუგეო) მოიპოვეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, სადაც ტურნირის ორგანიზატორები ტურნირის ჯილდოს "ბორჯღალოსნებს" გადასცემენ, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებულების თანახმად სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირების შედეგები ითვლება და არა ბურთების შეფარდება.

აღსანიშნავია, რომ ასევე შეცდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური საიტი, რომელმაცც სატურნირო ცხრილში საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანა.

საბოლოოდ კი საქართველოს ტურნირის ჯილდო ჩამოართვეს და რუმინეთს გადასცეს.
წყარო: sportall.ge
803 ნახვა
Loading...
20-03-2017, 00:13
ავტორი: aTTiLa
horoskopi filmebi qartulad ფილმები ქართულად filmebi ფილმები ქართულად gadacema Online Games
GOGA.TV © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!